წმინდა ბრძოლა


კითხვა გაისმა უფლისაგან: “შენი სახელი?”
იყო პასუხად: “-ამაყი ვარ, რომ ვარ ქართველი!”
-რამდენი წლის ხარ? მითხარ, რად ხარ ასე ამაყად?
-ოთხი ათასის, თუმც არ მახსოვს მე ეს ცალსახად.
- გვარი მითხარი - შენ ამ ქვეყნად რად მოვლენილხარ?
რისთვის იცოცხლე ქვეყანაზე, რაზედ მღერიხარ?
- ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მუდამ ვიყავ ამაყად,
რადგამ მე შემხვდა უფლისაგან მიწა ათასფრად,
რომ მე მყოლია წინაპრები გამორჩეული,
რომ ვარ ამქვეყნად ძველი ერი, ღვთისგან რჩეული,
რომ მე მაქვს ენა რუსთველისა, მაქვს მე ანბანი,
რომ აქ დაირწა მწიგნობართა ოქროს აკვანი.
- ძალიან კარგი. ახლა მითხარ: რისთვის ომობდი?
- მე როგორცა მწამს, სახლს ვიცავდი, მისთვის ვცხოვრობდი.
- კი. მაგრამ ვიცი, გყავდა მეფე, სახელად დავით,
ომით განავრცო საქართველო, და ეს ჰქმნა ძალით,
მან განადიდა შენი ქვეყნის თვალსაწიერი,
ძალა არჩია, ძალით შექმნა ძლევა ძლიერი!
მან ჰქმნა ცოდვანი, თუმცა ბოლოს მოინანია;
ეს თუ არ გახსოვს - თავად შენთვის დასანანია.
აუფასურებ შენს თავს იმით, როცა გგონია,
რომ მხოლოდ შენი სახლ-კარისთვის ბრძოლა სწორია.
ადამის მოდგმა ბრძოლით მოდის დასაბამიდან,
ვერცერთი ერი ვერ იცილებს ამ ომს თავიდან,
იმარჯვებს ის, ვინც ასწრებს, უტევს, განა თავს იცავს,
მტერს იმორჩილებს, საზღაურად მას ართმევს მიწას.
ასე მოხვედით დღემდე ქვეყნად - არა თავდაცვით,
ამიტომ ხართ აქ, ვეღარ შეცვლით ამას არათქმით,
მაგრამ არ გინდათ, რომ გახსოვდეთ ძველთა გმირობა,
თქვენ მათ აკნინებთ, როცა ითხოვთ მუდმივ მშვიდობას!
არ მიიღწევა ეგ მშვიდობა თავდახრით, წყნარად,
მუდმივი ბრძოლით მოიპოვოთ ის უნდა მყარად,
თორემ დარჩებით სიამაყის მხოლოდ ამარად,
ბრძოლა გევლინოთ მარად თავად გვარად და ფარად!

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი