ჩვენო შვილებო


ჩვენო შვილებო, ჩვენო სინათლე,
ვისთვის სამყარო არ გვენანება,
თვალანთებულებს გაქვთ ის სიმართლე,
ამ თქვენს “წინაპრებს” რომ გვენატრება.

უშიშარნო და დაუღალავნო,
დღეს თქვენზე არის ბედი ქართლისა,
ახალ დიდგორის დღის ფალავანნო,
შთამომავალნო ქართველთ გვარისა.

თავისუფლებას ბრძოლა რომ უნდა,
მრავალ წინაპარს არ არევია,
იმ ერს, რომელიც დიდხანს მოდუნდა,
დავიწყებაშიც განუსვენია.

მიდით, მოგყვებით, მონდობილი ვართ,
გვერდით გვიგულეთ მუდამ, ბოლომდე,
თქვენ ჩვენი ცისკრის ვარსკვლავები ხართ,
დასაბამიდან უხსოვარ დრომდე!

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი