შეყოვნდი წამო


შეცდენას ლამობს
სახეცვლილი, ლურჯი თოვლივით,
თან ქებით მათრობს
ბოროტების მსახური თავად,
სამყაროს ართობს,
თანაც ბოჭავს ცივი ბორკილით -
არავინ სცადოს
უკვდავება თავად და მარად.

შეყოვნდი წამო,
შეასვენე დროის ბორბალი,
ალბათ მალამოდ
მომედება წრფელი სიჩუმე,
მხოლოდ შენს გამო
კვლავ ვარსებობ და ვარ ცოცხალი,
მხოლოდ საამოდ
უკვდავება კი არ ვირწმუნე.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი