უსანთლო საფლავები


ქართველებს ბრძოლა, ომი, ღალატი
დაბედებიათ ჯერ კიდევ ოდით,
და შეუპოვარ მეომრის ხატი
წმინდა ზმანებად მათ მუდამ მოსდით.

ქართველი გმირი მუდამ იბრძოდა,
იცავდა კერას თავგამეტებით,
რადგან მან მუდამ კარგად იცოდა,
მის საფლავს არვინ მორთავს ეკლებით.

და თუ საფლავიც არ ეღირსა მას,
შთამომავლობა არ დაივიწყებს,
რომ ის უსაგნოდ კი არ ეწამა,
რომ მას პატივით ხალხი იტირებს.

მაგრამ გმირების ამ პანთეონში
არ აქვთ ადგილი მოღალატეებს,
სირცხვილით შევლენ ქართულ ეპოსში,
როცა იტყვიან მათ მდარ სახელებს.

მარად დარჩება მათი სახელი
ღალატისა და ბოროტის ასლად,
არ დაენთება წმინდა სანთელი
მათ საფლავებზე არასდროს, არსად.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი