სიცოცხლის ცეკვა
რომ დააჭყლიტავთ ტერფის სიშიშვლით, მარცვალს საწნახელს, გაპოხილს წვენში, გადაივსებით მუხტის სიგიჟით, საკრალურად რომ იფეთქებს თქვენში. ხის სხეულიდან სისხლი გადმოდის - ღვინის ბადება ცეცხლოვან როკვით, როგორც შამანებს, თრობის ექსტაზში, ღვინოსთან ცეკვა სიცოცხლედ მოგდით! ბარბაროსივით მუსრავთ უნდობლად, მზით გადავსებულ მტევნების გულებს, ყურძენს ამარცხებთ კვლავ დაუნდობლად და წინაპართა დათქმას ასრულებთ. ო, წინაპარო! ცხოვრების არსის შენ სილამაზე განგიჭვრეტია! ტერფით გაჭყლეტილ მტევნების გარსის სისხლში ცეკვისას, შიშველტერფიანს!
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი