როცა ამქვეყნად არ ვიქნები
როცა ამქვეყნად არ ვიქნები, დამრჩება დარდად რომ ვერ გარდავედ მე ბოლომდე აზრებს ხალხისას. და ის დღეები, სანუკვარი, იქცევა ვარდად, თამამი როა, თან სუნი აქვს საყდრის სანთლისა. როცა ამქვეყნად არ ვიქნები, ზოგს დავაკლდები, და გამიხსენებს ბევრი, ზოგჯერ, ღიმილნარევად, საფლავის ქვაზე, ცრემლიანი შენ დააკვდები, სასაფლაოზე, მარტოსული, ნაიარევად. თუკი ამქვეყნად აღარ მოვალ, მიტირე თუნდაც, დე, განიძარცვოს სიყვარულის ტაძარი მხდალად, მე რომ მიყვარდი, სიყვარული ისეთი უნდა, ჩემთვის დარჩები სიყვარულის ქალღმერთად მარად. როცა ამქვეყნად კვლავაც მოვალ, მინდა ვიცოდე, რომ აქ დამხვდები და მე აღარ მომიწევს ძებნა, სიყვარულის თასს ისევ როცა გამომიწოდებ, არ დამჭირდება კვლავ უდაბნოს ყამირის ტკეპნა.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი