რატომ აღარ გვესახება გზები


რატომ აღარ გვესახება გზები,
რატომ აღარ მოსჩანს გული თითქოს,
იმიტომ რომ აღარ მეუბნები,
რომ  შენ ჩემს გულს სამუდამოდ ითხოვ.

არა, არ მწამს მე ამგვარი მრწამსის,
ჩემი გული მოთმინებას ითხოვს,
ყველა გრძნობას მისი ვადა გასდის,
კანონია სიყვარულის თითქოს.

აქა ვარ და გიანდერძე გული,
დაიპყარი, შენ გეკუთვნის ნება,
რომ არ დავრჩეთ მარად მარტოსული,
რომ არ დარჩეს ობლად ჩვენი ქება.

უკვე აქ ხარ, მოდიხარ და მათბობ,
შენი ლტოლვით გამეზარდა ფრთები,
გულის სათქმელს ისევ მტკიცედ ამბობ,
რასაც მე შენ მუდამ გეუბნები.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი