რა ჰქვია ადგილს


რა ჰქვია ადგილს, სადაც თავისუფლება ჰყვავის?
უფლისგან დალოცვილი, ეს რა ქვეყანა არის?
ეს საუცხოო შერწყმა ზღვისა, მთისა და ბარის,
მას, სადაც ცხოვრობს ხალხი, მებრძოლი ქართველთ გვარის,
მას, სადაც ჰქონდათ მუდამ იმედი თავის ძალის,
სადაც ოდითგან სწამდათ ღმერთის, მზისა და მთვარის,
იქ, სადაც ჰქონდათ ლოცვა ავდარისა და დარის,
იქ, სადაც დღემდე სჯერათ მირონისა და ნათლის,
იქ, სადაც სწამდათ მუდამ უფლის, ხალხის და ჯარის,
სადაც ლოცავენ დღესაც მფარველს სახლის და კარის,
სადაც მგოსნებმა გვითხრეს, გვიმღერეს სიბრძნე ხალხის,
იქ, სადაც მოყმის დედა მტრის სამძიმარზე დადის,
დიდი რუსთველის ნიჭი დღესაც რომ ზეცად ადის,
და მისგან ნაანდერძევს აქ რომ ყავლი არ გასდის -
ეს საოცრება ქვეყნად, ეს საქართველო არის!

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი