ომი
ომი ომი - ადამის მოდგმის არსობა, ომი - სამკვიდროს მოწყობის ბილეთი, ომი ხომ არ არის ძლიერთა გართობა, ომია ძლიერთა საჭირო ილეთი. ომი ყოფილა ყოველთვის მკაცრი, დაუნდობელი და სისხლიანი, მას თან ახლავდა მახვილი ბასრი, არასდროს იყო ხალისიანი, ომით არკვევდნენ - ვინ იყო გმირი, ომით ჩნდებოდა საგანთა არსი, ომში ჩნდებოდა ყველა ორპირი, ომში ქრებოდა ტყუილის გარსი, ომებს იგებდნენ, ომებს აგებდნენ, მაგრამ არასდროს იტყუებოდნენ, რომ “არ იბრძოდნენ”, რომ “თავს იცავდნენ” და “მშვიდობისთვის” მხოლოდ იღწვოდნენ. არ მოსდიოდა არავის აზრად ეთქვა - "მე ვიბრძვი ჰუმანურობით, მუდამ დავიცავ კბილებით მკაცრად მშვიდობის პრიმატს მე ეშმაკობით". რატომღაც არცერთ დიდ მხედართმთავრს სულ არ უწევდა ბოდიშის მოხდა, რომ შეებრძოლა მტერს, მისთვის მთავარს, რომ დანაკარგი მას დიდი ჰქონდა, რომ მან დაკარგა მიწის ნაწილი, რომ მისი ხალხი ძლიერ იტანჯა, რომ “საეჭვოა” იქ მისი წვლილი, ბოლო ბრძოლაში რომ გაიმარჯვა. არავის ახსოვს, როგორ დაიწყო, როგორ დამთავრდა, რა როდის მოხდა, მთავარი ხდება - როგორ აეწყო, ვინ სად რა თქვა და რა როლი ჰქონდა. საგანთა ასეთ არევ-დარევით სურათი მკაცრად იცვლება ხოლმე და სიმართლეში ცრუის გარევით მანდ სამარდება ფაქტი ბოლომდე. ერთს ვიტყვი მხოლოდ, რადგან დავიწყე: ომი არ არის დასაგმობი რამ, არის საჭირო, თუკი დაიწყო, უნდა იომო, თუ გეომა სხვამ, უნდა მოიგო, ბრძოლად განეწყო, უნდა დახარჯო და უნდა მოკვდე, რომ არ იხაროს მტერმა შენს სახლში, გაანადგურე მტერი ბოლომდე. და არასოდეს შენ არ დანებდე, და არასოდეს შენ არ დაუთმო, დასაბამიდან რომ აქამომდე, შენს მტერს ადგილი აქ არ გაუთბო, მშვიდობა არსად არ მოდის თავად, მშვიდობა ომით მოიპოვება, არ დამკვიდრდება ის თავისთავად, ის მოიტანა მხოლოდ ბრძოლებმა, არ გაიცვლება მშვიდობა ფულზე, ეკონომიკის აღმავლობაზე, ის გადის მხოლოდ გმირების გულზე, მათ დაღუპვაზე და გმირობაზე, ის მოდის მხოლოდ სიბრაზით, ბრძოლით, სამართლიანი ომით და მსხვერპლით, არა ცვედანთა შიშებით, ძრწოლვით, არამედ ძალით, მკვლელობით ბევრით... და სანამ ერი, ნაცია, ხალხი არ აღიარებს ომს გადარჩენად, სანამ არ იტყვის, რომ ბრძოლა უნდა და მას იყენებს თავის სარჩენად, მანამ მას არ აქვს არც ერთი შანსი, გადარჩეს, აღდგეს, კვლავაც იცოცხლოს, ხელთ უნდა იპყრას მახვილი ბასრი და დაუნდობლად მტერს შეებრძოლოს. აქ დავამთავრებ ამ ლექსის წერას, თუმცა ბევრია სათქმელი ალბათ, ვერავინ განსჭვრეტს მის ბედისწერას, არც შეიძლება აღწერა კარგად, მხოლოდ ერთს ვიტყვი: რად დავიხარჯე, რატომ ვაღვივებ ომის ცხელებას, ან ასე რისთვის, რად გავისარჯე, და ვიმსახურებ მე შეჩვენებას, მხოლოდ იმიტომ, რომ მკაცრად მჯერა ადამის მოდგმის იმ ღრმა არსობის, რომ აქ კაცს კაცის არასდროს სჯერა - ცრუ მოძღვრებაა “მდგრადი მშვიდობის”.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი