კაცის წყევლა
დაწყევლილნ იყავთ მოღალატენო, ამიერიდან უკუნისამდე! მათ მირჩევნიხარ ვერაგო მტერო, თუმც არ დაგინდობ ციდან მიწამდე! წყეულიმც იყოს თქვენი სახელი! წყეულიმც იყოს თქვენი ხსენება! ნურც დაინთება თქვენთვის სანთელი, მუდამ თან გსდევდეთ თქვენ შეჩვენება! საფლავი თქვენი დაკარგულიყოს და არ ახსოვდეს თავად თქვენს მოდგმას, თქვენს გვარზე წყევლა მუდმივად იყოს, ვერ ამთავრებდეთ გოდებას, მოთქმას! თქვენს გვარში ვაჟი არ დაიბადოს, თქვენ არ გეღირსოთ ეგ სიხარული, თქვენს სახლში ქალმაც ვერ გაიხაროს და სახე ჰქონდეს ძაძით ფარული! თქვენს ოჯახებში ვინც ცოცხალია მათი რისხვისაც შეგშინებოდეთ! კაცის წყევლაზე რაც ნათქვამია, სულ ერთიასად აგსრულებოდეთ!
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი