თავისუფლება
თავისუფლებას უმღეროდნენ ოდითგან მუდამ, თავისუფლება ფასობს მეტად თვით სიცოცხლეზეც, თავისუფლება ადამიანს ღირსებად უნდა და არა სხვისთვის - მის საქციელს რომ იწონებდეს. თავისუფალი მეტად ვარგა თუნდაც მეგობრად, თავისუფალი მყარად ნიშნავს საღ მოაზროვნეს, თავისუფალი არ მიიჩნევს მაღალ ზნეობად, ძალდატანებით ვინმეს, რამეს თუ მოანდომებს. თავისუფალ კაცს არ სჭირდება სხვის შთაგონება, თავისუფალ კაცს არჩევანი არასდროს უჭირს, თავისუფალ კაცს გააჩნია საღი გონება, მას სიმართლის თქმა უპირობოდ, ყოველთვის უღირს.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი