ბოლო სუფრა


ბოლო სუფრაზე, როცა ღვინით დავილოცებით
და მოვუყვებით სტუმრებს ჩვენი ცხოვრების მიზნებს,
გავხედავთ წარსულს, მიღწევებით ჩვენ გავოცდებით,
ამაყად ვიტყვით, რომ სიმშვიდე აწ უკვე გვიწევს.

სასიქადულო ხალხის ქებას როცა ჩავყვებით,
იქ მოვიგონებთ დავითს, შოთას და თვით ფარნავაზს,
თვალზე მოსული ცრემლ-სისველით გრძნობებს ავყვებით,
არ დავამადლით სადღეგრძელოს მომსვლელს, წარმავალს.

და როცა სუფრა დამთავრდება, განვმარტოვდებით,
საკუთარ თავთან ჩვენი გონი როცა მოგვიწვევს,
ცხოვრებით დაღლილს, სავსეს უხვად ფერად გრძნობებით,
მაინც დაგვრჩება გულში დარდად - ბრძოლა რომ გვიწევს.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი