ახალგაზრდობა გვეგალავნება
და როცა ერში გამოჩნდა ნება, ახალგაზრდობა გვეგალავნება, ლაღი და ანცი, ხანაც თავნება, სუფთა და წმინდა, ვით ათი მცნება. ნება არის ერის დიდი გალავანი, ახალგაზრდობაა მისი ფალავანი, ერი წინ მიიწევს, როგორც ქარავანი, დაირწა ბაზალეთს უკვე ის აკვანი. ერის სული ცოცხლობს, ის არ იკარგება, მისი ისტორია კვლავაც იქარგება, ათასწლეულები მან ხომ იარსება, აბა, მომავალშიც გაჰყვეს ბრწყინვალება!
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი