არ დარიგდება


არ დარიგდება საქართველო
სკვითების ეზოდ,
გმირი ბევრია, სასახელო,
ძირძველ მიწაზე,
მტერი მარცხდება უსახელოდ,
მუდამ უმწეოდ,
რომ ქართლის მოდგმამ ადღეგრძელოს
წმინდა სიბრაზე.


მოღალატეებს მიეზღვება
ფარდად ცოდვისა,
მათ არ ექნებათ მიტევება
შთამომავლობის,
ერს მდაბიოთა აღზევება
ბოლო დროისა,
გზაზე დროებით შეფერხებად,
სირცხვილად მოსდის.

საქართველო კი იარსებებს
სამარადჟამოდ,
ის იზეიმებს გამარჯვებებს
წელი მრავალი,
ხალხმა უმღეროს მის დამცველებს
ულაპარაკოდ,
მტერს ერი რომ არ დაანებეს,
მარად მავალი.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი