ერი ქართული
ერს რომ არ ჰქონდეს თვალსაწიერი - დაადეს ვალი, მოუვლინეს რა მას ცბიერი კაცი მრავალი, მუდამ ერთი აქვთ მათ იერი, მარად სამალი, ის სუსტია და არ ძლიერი, გარდამავალი. მათზე არ გაჭრის დამუნათება, მართლის ძიება, მათ ბლაგვი სახის არ აქვთ ნათება, არ ეტირებათ, მათთან ტყუილი მართლად ბარდება - სხვა ეწირება, დრო დადგა მოხდეს გამონათება, შურისძიება. არ აქვს უფლება ერს რომ იყოს ვიღაცის მსხვერპლი, და დაჩაგრული, მას გააჩნია ნაბოძები უნარი ბევრი, არდაფარული, არ გაახაროს არასოდეს მან უნდა მტერი, შავად მალული, და არ იცვალოს მან უნდა ფერი, ღვთისგან აღთქმული. ერის სილაღეს ვაჟკაცობა ეალერსება ფიქრით მარადის, მისი სიცოცხლე საუკუნოდ რომ გაგრძელდება - ბჭობა არ არის, ხვალე მისთვისაც მხოლოდ კარგად რომ გათენდება - ეჭვი აქვს არვის, ისტორიაში არ დარჩება ის გაელვებად ღალატის მდარის.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი