მესია
შენ ხალხისათვის გინდოდა გეთქვა, რომ ხარ მესია, მაგრამ არ გესმის ის გულის ფეთქვა, აქ რაც წესია, დავაგვიანეთ ჩვენ შენთვის გვეთქვა მწარე ლექცია: ქართველნი მტრის გულს ვადებდით ზედ ქვას - განა ლექსია. შენ მაშინ შეცდი, როცა მტრობა გამოგვიცხადე, აწი გეკუთვნის მარტოობა, არა სიცხადე, არა პატივი, მხოლოდ გმობა - ავად ეცადე, აღარ იქნება აქ დანდობა, თუმცა ვეცადეთ…
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი