ქართველო, შენმა სამშობლომ


ქართველო, შენმა სამშობლომ ეკლიან გზებზე იარა,
ძნელბედობის და ღალატის ბოლომდე შესვა ფიალა,
შიდა მტერთანაც იბრძოდა, მხოლოდ მომხვდურთან კიარა,
გამარჯვებული ფარ-ხმალი ამაყად ააჟღრიალა,
თავისი დროშა ჯვრიანი მტრის თავზე ააფრიალა,
რომ სახელოვნად დაედგა თავს გამარჯვების თიარა.

ქართველო, შენი ყიჟინა ძლევამოსილად გაისმა,
ერთობა როცა შესძელი რწმენის, ხალხის და ჯარისა,
თამამად იყავ, იმედი გქონდა ხმლისა და ფარისა,
იმედი გქონდა ხალხის და გეჯერა უფლის ჯვარისა,
ღიმილით შეხველ ბრძოლაში, ერთობამ გაგახალისა,
იმედი გქონდა მოძმისა, ისევე შენი თავისა.

ქართველო, სწორედ ამიტომ ბედად გაქვს - იყო თამამი,
არ დაივიწყო არასდროს შენ წინაპართა ნათქვამი,
ყველა საქმეში ეცადო, იყო უფალთან მართალი,
შეგეძლოს, რომ გაარჩიო სად არის ტყუილ-მართალი,
ესაა წარმატებისთვის კვლავ უებარი წამალი,
ეს გადაგარჩენს შემდგომი ათასწლეული მრავალი.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი