ჯვარცმა


უცხოდ აზიდულა, მორცხვად, დანანებით,
მისით გარინდების დროა თანამდგომის,
უხმოდ დაიბრუნა ლოცვად, აღსარებით,
ფიცი დაპირების ჰპოვა თანასწორის. 

ტკივილს რომ უძლებდა, გონებას კარგავდა,
ერთგულად რჩებოდა საკუთარ სანთელთან,
სიკვდილს რომ უგებდა - მოგებას არ ჰგავდა,
ეულად ელოდა სანუკვარ სარკმელთან.

როცა დაიბადა, რეკდნენ ვარსკვლავები,
იძრა სამყარო და ნათელი მოვიდა,
შობა დაიფანტა ჩვენსკენ გამალებით,
გვითხრა - საჩქაროა! და ჩვენც ის მოგვინდა.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი