სინათლე


მიწაზე ბობოქრობს ათასსახიერი,
აფრქვევს ბოროტებას უძირო თასებით,
მას ემსახურებიან ღალატკადნიერი
სულის გამყიდველი, უპირო კაცები;

ეშმა არ ისვენებს - რატომ დაისვენოს?
როდესაც გამოსდის ბნელი ჩანაფიქრი,
ხომ ურჩევნია, რომ მარტომ ჩაიწეროს 
თავის შავ დავთარში გველის ჯამაგირი;

ჭრილობებს გვიტანჯავს მკვლელი უსახური,
ჭრილობა ბევრი გვაქვს, ყოველი დროიდან,
ურცხვად მათ იყენებს სიბნელის მსახური,
სულებით სარგებელს მოელის ოდითგან.

სინათლე გააპობს ამ ათასსახიერს,
დასძლევს ბოროტებას უმწიკვლო აზრებით,
მკვიდრად აუშენებს მას ახალ ბარიერს,
დაიცავს სამყაროს უძირო არსებით.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი