სამშობლო
ღმერთი ივერთ რომ ჩუქნიდა ამ საოცარ მიწას, მადლი მაშინ მოეფინათ უფლისა და ცისა, როცა ხატად აღიარეს მათ სამშობლო თვისი, და აღუთქვეს ერთგულება, სიყვარული მისი. აქ ქართველი შეძახილით მტერს დევნიდა ოდეს, ის იბრძოლებს სამშობლოსთვის, თუნდაც მისთვის მოკვდეს, იცის, როგორ გაიმარჯვებს ბრძოლის ჟინით მთვრალი, იცის, როგორ ასახელოს წინაპართა ხმალი. მას თან ახლავს უფლის ნება და ლოცვები დედის, მას სწამს თავის სიძლიერის და არა სწამს ბედის, მას არა აქვს სხვა სახლ-კარი საქართველოს გარდა, ის იბრძოლებს სამშობლოსთვის - ასე აღიზარდა. და იგლოვებს ქართლის დედა ომში ნაკარგ შვილებს, გაიხსენებს გმირთა წიგნი აღთქმის დანაპირებს, ილოცებენ ქართველები კვლავ რუსთველის ენით, გაიმარჯვებს საქართველო ბრძოლითა და რწმენით!
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი