ბედისწერა


შენ, სიცივისგან უკვე დაღლილი,
გაზაფხულზე რომ აყვავილდები,
შენი ტოტებით, მაღლა აწვდილით,
სიცოცხლის ცეკვას კვლავ დამპირდები.

მე, განშორებას უკვე ჩვეული,
თეთრ მირაჟივით მომელანდები,
ამ გახელებით გამოწვეული
ჩემს სანუგეშოდ მოვლენ ლანდები.

დაგეპენტება ყვავილი თეთრად,
ზამთრის სიცივე დამავიწყდება,
გამახსენდება, რომ ბედისწერა
კი არ დამთავრდა - მხოლოდ იწყება…

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი