ძმობა, ერთობა, თავისუფლება!
ქართველებს მუდამ უხსოვარ დროდან ზურგს გვიმაგრებდა ჩვენი კერპები, მაგრამ არასდროს არ გვქონდა მოდად თაყვანის ცემა ბრმად, გამეტებით. ჩვენს დიდ მეფეებს ოქროდ გასდევდათ თავდადება და ქვეყნის ერთობა, მათ ვაჟკაცობა მუდამ თან სდევდათ და სიყვარული მუდამ ერთვოდა. დიდმა ილიამ ჩვენ გვიანდერძა ენა, მამული, სარწმუნოება, მაგრამ შეცვალა მტერმა თავკერძმა დათქვა სამივეს არგაგონება. ახალ დროებას სათქმელი მოაქვს და უნდა მივცეთ მას თქმის უფლება, ახალ დევიზად ქართველებს რომ გვაქვს ძმობა, ერთობა, თავისუფლება!
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი