წვიმა


ელვაგაკრული და ტყვიისფერი 
ცა მოიღუშა ავად საავდროდ,
გარინდული ტყე, მზისგან ნაფერი,
ააშრიალა სიომ საამოდ.
ელჭექისაგან დასერილ ღრუბლებს
ცრემლი მოასკდათ უხვად თვალებზე,
პაპანაქებით გატანჯულ ხნულებს
მადლად ეპკურათ გამხმარ ბაგეზე.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

1 კომენტარი
ლიაკო დეიტერიუმითანამგრძნობი3 თვის წინ

ელჭექისგან დასერილ ღრუბლებს
ცრემლები მოასკდათ თვალებზე.
შენ კი მიყურებ დაღლილი სახით
ჩემს მომაკვდავ დასერილ ხელებზე.
დავეძებ იმედს ხან თავში,ხან კარში
იმედი არა ჩანს...
მხოლოდ ნაფლეთი მისგან სადღაც ღრმად სხვაში.

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი