ლოცვა


მამაო ჩვენო, არ გჭირდება ჩემგან დიდება,
შენ უჩემოდაც ხელთ გიპყრია სამყაროს ბედი,
ბოროტს მაშორებ, დამიფარავ, თუ მოგინდება
და შემიწყალებ, თუკი შენთან წრფელად მოვედი;
სათხოვარს გკადრებ, ზეციერო: მომეც უნარი,
ვიპოვო ჩემში ნაპერწკალი ღვთიურ ნათების -
ის დამარწმუნებს, რომ მისი ვარ მხოლოდ სტუმარი
და ტყვე არა ვარ მე არც ბედის და არც განგების.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი