ვარდები
დასაბამიდან რომ აქამომდე მაისის ვარდებს ეკლებით კრეფდნენ, ვარდები სურნელს მუდამ ამბობდნენ, და პოეტები სიყვარულს წერდნენ. მძვინვარდებოდა ბოროტი მუდამ, როცა მაისის ვარდი ხარობდა, ბოროტს რომ მისი გათელვა სურდა - ვარდი სიყვარულს მაინც ამბობდა. გაზაფხულს ვარდი ესურნელება და დროც მოსულა ვარდის ფურცლობის, მისი სურნელი არ განელდება, როცა დრო დგება მისი სტუმრობის.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი