ვიცი


აქ რომ ხარ - იცი, 
მაგრამ არ იცი,
რომ შენ შვილი ხარ ამ მიწის, ამ ცის, 
როცა განიცდი 
ყოველ მის ტკივილს, ყოველ მის ტირილს, ყოველ მის ყვირილს;
როცა მის კივილს ზეცაში აწვდილს,
შენსკენ გამოწვდილს
შენ მოსვლას აცდი,
როცა გაოცდი, 
თუ როგორ აცლის,
ძალას რომ აცლის ბოროტი კაცი.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი