თუ მიწერია სიკვდილი ახლა
თუ მიწერია სიკვდილი ახლა, ვისურვებ ვეყო ღვთაებრივ ამბორს, გზის დასასრულს და საწყისს რომ ახლავს, წინ რომ მიუძღვის ნაფიქრს, ნაამბობს; თუ მიწერია სიკვდილი ახლა, ვისურვებ სიბრძნის თეთრ შესამოსელს და როცა ავალ უფალთან მაღლა, ასე ვეახლო მე ჩემს მწყალობელს. და თუ სიკვდილი წასვლას დამაცდის, მაჩუქებს კიდევ დღეებს, ღამეებს, მე ვისურვებდი უნარს დანახვის ნათელის, როცა ჯვარცმას ამშვენებს.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი