მზე ვეღარ ხედავს


მზე ვეღარ ხედავს აღმართულ ხელებს,
ველებს ნათება წამლად არ ხვდება,
სხივი არ შვენით წარმართულ ველებს,
აქ აღსარებაც აღარ ბარდება.

ვეღარ იცლიან მზის საგალობლად,
ველებს კვლავ უნდათ წყვდიადში ყოფნა,
სხივი კი იბრძვის მის საწყალობლად,
ვინც აქ უარყო პირადი თხოვნა.

ხედავს სიდიდეს, ნათებას ხედავს,
აღმართულ ტაძრის ხვეულ ჩუქურთმას,
ხელებს აღმართავს, გაგებას ბედავს,
მზის სახელს არქმევს ჩვეულ შუქურას.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი