რადგან არ იცით
რადგან არ იცით, როდის მოვა თქვენთან სიკვდილი, დატოვეთ წილი სიყვარულის ამ ქვეყანაზე. დატოვეთ დღესვე, თან დატოვეთ ღიმილ-სიცილით, დატოვეთ თქვენი სიყვარული სავალ შარაზე. დატოვეთ თქვენი სიყვარული ყველა ნაცნობთან, დატოვეთ თქვენი სიყვარული მომსვლელისათვის, თავის გულს ვინც კი აზიარებს იმ “სხვის” აწმყოსთან, ის სიყვარულით გაანათებს სამყაროსათვის. დატოვეთ თქვენი სიყვარული, რომ მან იბევროს, ადამიანებს გაუნათოს მათი სავალი, ვალი იხადეთ სიყვარულის, ღმერთმა ინებოს, ამ გზას დაადგეთ, სიყვარულით იყოთ მრავალი.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი