წიგნები


კაცი დადიოდა წიგნების დახლებთან,
უკვე მერამდენედ ანბანი აერია...
ვერა, ვერ პოულობს... იხრჩობა, დაბნელდა...
ის აქ უნდა იყოს! ის მისთვის ჰაერია!...

გული ხელაკრული, სხვისი აჩრდილები,
გილგამეშის ვნება, პრუსტის სამხილები,
რუსთაველის ენა, ლიტკეს პასკვილები,
გალაკტიონის ცა, ლურჯი საყვირები,
რამდენია ქმნილი კაცთა დაპირებით,
გულის ამბოხი და გონის კავშირები,
სად არის საბიჯი, აზრის ნაპირები?...

წიგნები, ფურცლები - უტყვი მსაჯულები,
მთავარი მოწმენი ადამის მოდგმისა,
მისაღებ აზრების ზღვარზე გასულები,
სფინქსად მოვლენილნი გულწრფელი მოთქმისა.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი