პროგრესი
მარჯვნივ - კაცთა სამყარო, ლამაზ-ფერად ფერების, მარცხნივ ბოროტებაა, მოძღვრებათა წყვდიადში, ჯერ ვერ ვპოვეთ ნაპირი ჩვენი გადამღერების, უმალ ჩავიკარგებით ჩვენსვე სიდიადეში. მივხვდით უკვე, ვისგან გვაქვს ამ ლექსის ჭმუნვარება, თან სიცივით კრთომა და პირქუში გარინდება, ვერც სიკვდილის სიბნელე და ვერც მზის ელვარება, ვეღარ გვხიბლავს, ვერც გვათრობს, და აღარც ირითმება. ჩვენი წარმოდგენების პირუთვნელი სიავით, მარტივ ჭეშმარიტებას საოცრად ვეძნელებით, მაგრამ სხვათა განსჯით და საკუთარის მიმალვით, უმწიფრობის კოჰორტის რიგებში ვეწერებით. გვეჩქარება სიცოცხლე, მაგრამ არ გვებრალება, გვინდა, სწრაფად მოვნიშნოთ ჩვენი თვალსაწიერი, არ დაგიდევთ, მიზანი ნაღდია თუ ზმანება, გათანაბრდა საოცრად უწესო-წესიერი. *************************************************** Прогресс Справа, здесь, покоится мир людской, он разноцветный, Слева зло беснуется, и в пучине лжеучений, Нам пока что не найти берега с победной песней, Сразу расстворяемся в той мании величия. Ясен нам родник печали в стихах сожаления, Дрожь от холода ввергает нас в оцепенении, Темнота погибели, яркость солнца свечения, Не прельщает, не пьянит, рифмой воображений. И непреклонной злостью той наших представлений, С дикостью противимся простым же утверждениям, А порицая всех порок и скрывая собственный, Мы инфантильных легий стали порождением. Ускоряем жизни бег, ничуть её не жалея, Ненужной быстротой пределы алчно помечая, Цель права иль сновая, об этом не сожалея, И порочное с приличным уже не различая.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი