წინაპარს


როცა გარდავალთ ქორონიკონს - მივაგებთ პატივს 
იმ დიდ წინაპარს, საიდანღაც აქეთ წამოსულს, 
ბედს მინდობილი რომ შეერწყა ქართულ სულს, ნატიფს, 
საქართველოში როგორც მოსდის ყველა ჩამოსულს.

გარდასულ დღეთა სადიდებელს ერთად როცა ვწერთ,
ჩვენ არ გვეგების დავიწყება კარგის და ცუდის,
მაშ მოვუფრთხილდეთ, მოვეფეროთ ახლა ერთმანეთს,
და დავივიწყოთ გულისტკენა დადებით მრუდის.

ჰოი, წინაპარო! ჩვენო სისხლო, რამდენჯერ გვითქვამს,
აქამდე შენგან დანათლული ბედი მართლდება,
ქართულ გენს შენგან შეემატა ახალი სიტყვა,
შენი სახელი - იარსებებს და განათლდება!

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი