სამადლობელი


რომ გისურვებენ დაბერებას ჭრელი პერანგით,
აღარ გჭირდება კაცს ფიქრების კორიანტელი,
უნდა გაეხსნა ამ ცხოვრებას, მიჰყვე სილაღით,
სანამ დაგათოვს, დაგაპენტავს ჟამის ფანტელი.

დამლოცეთ ხალხო! დღეგრძელობის სურვილებს ვიღებ,
გამიხარდება ჩემს სუფრაზე მე თქვენი ყოფნა,
თქვენ რომ არსებობთ, მხოლოდ ამით მე რბოლას ვიგებ,
მაშ ერთად ვიყოთ სიყვარულში, ერთად, ამ სოფლად!

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი