ფეისბუქის ფრენდს მისი ლექსის პასუხად
ჩემო უცნობო მეგობარო, ლექსით რომ გიცნობ, გატყობ, ცხოვრებას შენთვის ცუდი არ დაუკლია, მაგრამ მუდამ გსდევს ის სიკეთე, მაგ გულს რომ გითბობს, და კაეშანზე სიყვარული გადაუკრია. მინდა გისურვო, წარმატებით გევლოს შენს გზაზე, და ვერასოდეს ვერვინ შეძლოს მახის დაგება, მხოლოდ სიკეთე, სიყვარული იყოს შენს თავზე, არ დაგეკარგოს შენეული ღმერთის გაგება.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი