მთვარის ბოლო ფაზა


მომენტში, როდესაც ვფიქრობ ვანათებ,
მიპყრობს შეგრძნება სიბნელით აღსავსე,
ოდესღაც სიმართლით აღსავსე სარკეში
დღეს ვხედავ გაბზარულ, არამდგრად ანარეკლს;

ჩემი თვალები ფერისგან დაცლილა,
ასევე გონება - საღი ფიქრებით, 
გულს დაუკარგავს რწმენა მომავლის
და აზრი აწმყოში რამის კეთების;

დროის ხმა ანაცვლებს მზის შუქს წყვდიადით, ემოციებს კი - ერთმანეთით
და ერთ დროის მიზეზი ჩემი ღიმილის ჩანაცვლებულა აგრესიით;

დამარცხებული ამჯერად ბედთან
ისევ დავბრუნდი წყვდიადის ცენტრში
და მის სიღრმეში მყოფი ჩრდილები,
მეგებებიან როგორც შვილები;

ამ ციტადელში დაბრუნებული პირველად ვუსწორებ ჩემს აჩრდილს მზერას
და ალტერ ეგოს აღიარებით
ვიწყებ ნათებას მთვარანდარისას.

25.06.2025.
4:48

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი