უმიზეზო, მაგრამ ჭეშმარიტი
"მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ" - გეტყვის ამ ქვეყნად ყოველი პირველი, მაგრამ ნეტავ რამდენი ფიქრდება რას ნიშნავს გიყვარდეს სინამდვილეში, ზოგისთვის ეს არის ვნება მარტივი, ჰორმონები და ინსტინქტები, ზოგისთვის ,, მიყვარხარ " ნიშნავს სინაზეს, რომელსაც ხედავენ მხოლოდ თვალები, ზოგისთვის ეს არის წლები გასული, აღსავსე საერთო მოგონებებით, მაგრამ რა ვქნა, თუ არც ვნებას არ ვგრძნობ, მოგონებებიც არ მაქვს ასეთი ? მე შენ ამ ქვეყნად პირველად გხედავ, მაგრამ მგონია გიცნობდი ყოველთვის, გენდობი, გყვარობ, მინდა ვიზრუნო, რატომ ? არ მკითხო, თვითონაც არ ვიცი, მე მიყვარს შენი ტანჯული სული, დაბადებული საშინელ დროში, სული, რომელიც კაშკაშად ანათებს, მაგრამ სინათლის არ სჯერა გულით, მე მიყვარს, როდესაც ხელები ცივი გაქვს, რომ შემიძლია გაგითბო ისინი, მიყვარს ცრემლები, რომლებსაც შენ ღვრი ჩემი პატარა ზღაპრების მოსმენით, მიყვარხარ შენ - შრამებით სავსე, სიცოცხლისაგან დაჩოქებული, რადგან შენ - შენ ხარ, პატარა, უმწეო, ჩემი თეთრი და ტანჯული სული 07.12.2024 3:32 A.M
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი