საღამო გამოსალმებისა


როდესაც გრძნობებს რითმად ვერ ვაქცევ,
ვიწყებ ფიქრების ტექსტებად ქცევას, 
მაგრამ შენ გამო ჩემი ფიქრები გრძნობებს შეერწყა განურჩევლად;

ამ ყველაფერმა ისევ ამავსო შთაგონებით და წერის სურვილით,
ისევ ანათებს ციცინათელა ღამის წყვდიადში მწვანე შუქივით;

გული ღიღინებს ახალ სონატას,
როდესაც ვიხსენებ შენს ბოლო სიტყვებს,
ნეტავ აქ იყო, ნეტავ გესმოდეს
შენთვის წერილი ნაწარმოები;

პირველად არ ვიცი, როგორ ავღწერო
ჩემთან წვეული ემოციები,
სახეზე მადევს მკრთალი ღიმილი, 
თვალწინ მიდგება მოგონებები;

ურთიერთობა შენთან ის არის, რაც ღმერთს შევსთხოვე სიკვდილის წინ მდგარმა,
შენი სახელი წარმოვთქვი ჩუმად, როდესაც იგი ცელს მიღერებდა;

შენ თავს არწმუნებ, რომ უნდა დამთმო,
გგონია სხვა მაქცევს მე ბედნიერად,
მაგრამ ვიცი, თუ როგორ გინდა
თავად რომ მექცე ღიმილის მიზეზად,

შენ ეს მითხარი მშვიდობის ჟამზე,
როდესაც ხელი გამოგიწოდე,
როდესაც იგი ნებით ჩამკიდე,
ჩამეხუტე და ჩამჩურჩულე;

მიყვარხარ ჩემო ნამგალა მთვარე,
ცაზე კვლავ ველი შენს გაბრწყინებას,
მიყვარხარ, მჯერა დამიბრუნდები და ეს იმედი არ დაიმსხვრევა.

10.12.2024.
6:00 A.M.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი