ამაო ძახილი
როდესაც წყვდიადი შთანთქავს სინათლეს, როდესაც ვარსკვლავნი იწყებენ კრთომას, ქარი ღიღინებს ცარიელ ქალაქში, ნამგალა მთვარე სავსედ ქცეულა; წყვდიადით სავსე ოთახში მჯდარი, მე წამებს ვითვლი შენი წასვლიდან, ფიქრებით სავსე ჩემი გონება კვლავ არ მაძინებს განშორებიდან; გრძნობებისაგან გაჩენილ კოცონს, თეორიები აქცევენ ხანძრად და მე უძილო ვთბები მის ალზე, კვლავ მეფიქრება რას გეტყვი, რომ გნახავ ? თეთრი ღამისგან დატანჯულ, დაღლილს, ათასი წვრილმანი მქონდა სათქმელი, ახლა კი გხედავ, ვდგავართ პირისპირ, ფიქრებისგან დავცარიელდი; მინდა მოგიყვე ცრუ იმედებზე და ჩემს ცრემლებზე შუაღამისას, და ვით ამირანს, როგორ მტანჯავენ ეჭვთა ყორნები განთიადისას; მაგრამ ისედაც დახარჯულ სიტყვებს, ნუთუ აქვს აზრი კიდევ რომ გითხრა, ამიტომ გრძელ სიტყვას მე მოკლედ ვიტყვი, რომ ისევ მინათებ ჩემს ბნელ ცას ცისკრად. 28.03.2025 20:30 P.M
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი