შროშანი
მზის ცივი სუნთქვა მაფხიზლებს დილით. ჩანს მოგონება შორი სიზმარის. . . დნება გარდასულ დღეთა აჩრდილით უცხო ნარეკლი, გრძნობის მდინარის. სივრცის მირაჟი ცხადს მივმსგავსე. თეთრი ტალღები ვარდისფერი ზღვის, ნაპირს ანგრევს რისხვით აღსავსე, არაფერს წყალობს, ინდობს არავის. ეულ ქარაფზე ობლად შროშანი, ქარიშხალს შეხვდა თავაწეული. გამოდარების გაჩნდეს ნიშანი, მსგავსი იმედით ძლებს მისი გული. იქნებ იმედმა დროც გააჩერა, ზეცამ იცვალა ფერი უეცრად. გამოცდას უწყობს კვლავ ბედისწერა, და ევლინება განგება ქარად. შროშანო გმართებს ვალად მოთმენა, წინა ქარიშხალს რომ გაუძელი. სანამ ფესვები არ კარგავს რწმენას, სანამ სინათლემ გააქრო ბნელი. 7 აპრილი 2024 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი