მოლოდინი


მზის მოლოდინი ყინულებს ალღობს,
გაზაფხული  რომ სითბოს მოიტანს.
იმედი მაქვს ბედი დამინდობს,
და ეს სიცივე შორს არ წამიყვანს.

კვლავ  დასაწყისი ახალი ფურცლის
ცრის მოლანდებას სხვა სიხარულის.
არ ჩანს  ნიშანი გავლილი კვალის,
თითქოს ეს წამი კომპასი არის.

სივრცის კიდეებს სიჩუმე მოსავს.
მთები ითმენენ სიცოცხლის ფეთქვას.
ძველი ბილიკი მგზავრებს დაკარგავს,
ახალი გზებით იპოვის შვებას.

თუ კი დაბრუნდნენ ცაზე მერცხლები,
და გაზაფხული მოვა ნამდვილად. . .
ისევ  გაშრება ვაზის ცრემლები.
დრო კვლავ იებით მოვა საშველად.
 

          

17 მარტი 2024 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი