მთვარის ნათება
კვლავ მენატრება მთვარის ნათება, სივრცის მატება მოწმენდილ ცაზე. ციცინათელა რომ მელანდება, იადონების სიმღერის ხმაზე. რომ გავცქეროდი შორეულ მინდვრებს, მთების ფერებით და სიხარულით. მაშინ ზაფხული მივლენდა ქარებს. და სიყვარული მეწადა გულით. ვეღარ ვეწევი იმ დღეთა რბოლას. ის ოცნებობები ჩაბარდა წარსულს. არ ველოდები დროთა გასროლას. არცერთი ნიღბით დამალვა არ მსურს. ისევ ყვავილობს მაისის ვარდი, და მთვარე გაშლის ღრუბელთა იალქანს. ოდესმე გეტყვი რომ შემიყვარდი. ოდესმე ალბათ ვიპოვი ბაქანს. კვლავ მენატრება მთვარის ნათება, და კვლავ გრძელდება ავდარი ცაზე. მუდამ თან დამდევს მისი ხატება. მისი სითეთრე და სილამაზე. 21 მარტი 2024 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი