თებერვლის ღამე


თითქოს დასერა სივრცე ნიავმა,
თებერვლის ღამეს ვნატრობ გაზაფხულს.
ძილი დამიფრთხო კოშმარით დარდმა.
გულზე იარია მახსენებს წარსულს.

არ მიმატოვა კვლავ სიმარტოვემ, 
და ეგებება სუსხი ალიონს.
სითბო მომლანდა შენმა სახემ,
და მზერის ხილვით მოვედი გონს.

დღეების რბოლას თან მიაქვს ყველა.
ბინდმა დამალა ვინც კი მიყვარდა.
მეგონა  შენგან მოჩანდა შველა,
თუმცა გიმალავს ოცნების ფარდა.

სივრცის ლაჟვარდებს ნისლი ედება.
წელს გაზაფხული დაიგვიანებს.
ჩემი ხმაური შენთან ვერ სწვდება.
და გულის ნალექს გავატან ქარებს.

       

14 თებერვალი 2024 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი