თოვლიანი გზა


შორს, თოვლიანი გზები მომელის.
ველი გაზაფხულს, ცის სისპეტაკეს,
ჩემი ოცნებება რომ ვარდებს გაშლის.
სივრცე ემსგავსა ნამიან სარკეს,
დასაწყსი ჩანს ახალი ფურცლის.
თეთრ ნისლში ვეძებ მოლაპარაკეს.
ლანდები დარჩა ძველი სინათლის.
აღარ  მშორდება წყურვილი ახლის.
განსაცდელს მივლენს, სურვილით ბრძოლის.
იმედს სიცოცხლის, იმედს მომავლის. 
დღეს დავიწყება გვმართებს წარსულის.
კვლავ გახსენება სუფთა სახელის.
ქარები ციდან ახალი წელის,
როგორც ყოველთვის ყველაფერს შეცვლის.
თოვლიანი გზა ისევ მომელის.
თოვლიანი გზა ისევ მომელის.

        

27 დეკემბერი 2023 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი