თეთრი მერცხალი
ალბათ გზები გამიგებენ ასე, სულ ხეტიალს მიწუნებენ განა. სანამ დღეები მაქვს სავსე, მსურს მოვიარო ეს ქვეყანა. ბედისწერის თეთრ მერცხალს ვუცდი. მეტყვის არცერთი იქნება მარად, აღარ გაჩერდე ფერდზე, აცოცდი. მუდამ იყავი მზად საომრად. ისევ ვეძებ სათავეს, მისტიური მდინარის. მუდამ იცვლება შენამდე მანძილები. აღარ კლებულობს ეს სიცივე ნოემბრის. და მეც დროსთან ერთად ვიცვლები. ჟამი ვეღარ წყვეტს იმედის ძაფებს, შორეულ ფერებს ამხელს მომავლის. ვხედავ სივრცეში მთებს და ჩანჩქერებს. კვლავ გათენდება დღე სიყვარულის. 29 ნოემბერი 2023 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი