თეთრი ღამე


საამურ ნიავს ემგზავრება წვიმის სურნელი
ქალაქის შუქთა აჩრდილები გზაზე დაჰქრიან 
თეთრ ღამეს მოსავს მდუმარება განუზომელი
ნისლით მოქარგავს მთვარის სხივი ადრე თუ გვიან

სამყაროს გრძნობა არასოდეს არის ერთგვარი
საათის ისარი სულის ფერმკრთალ ანარეკლს აჩენს
ყოფის სიცხადეს იმედებით უჩნდება ბზარი 
თეთრი ღამე გამოუტანს წვიმით განაჩენს

ზეცა ცრემლებით ენამება მინდვრის გვირილებს
მანძილთა  კლებით გახშირდება მთის სითამამე
ჯიუტი მთები ჟამთა ქარიშხალს ვეღარ უძლებს 
აისის სხივში შთაინთქმება ეს თეთრი ღამეც

ყოფის სიცხადეს იმედებით უჩნდება ბზარი
შორეულ  გზასაც იმედებით წავყვებით სადმე
ბოლოს მიხვდები რომ ყველაფერი იყო სიზმარი 
გაგახსენდება აისის სხივით ეს თეთრი ღამე

2024, 7 ივნისი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი