კაპიტანო


კაპიტანო ყველაფერი ნათელია
კაპიტანო ვერ მივაღწევთ ხმელეთს
კაპიტანო თვალები არ აგეხილათ?
კრაკენივით როცა ღვრიდით ცრემლებს

კაპიტანო რომს ნუ დალევთ ის დაგათრობთ,
გაგექცევათ სამხრეთისკენ საჭე,
თქვენ ხომ გინდათ რომ ისევე ინავარდოთ
და ვეშაპებს ვინ დაუშენს ბარჯებს?

კაპიტანო ოკეანეს გაუმხილეთ,
ის ყველაზე კარგად კურნავს დარდებს,
რა უნდა თქვათ ისეთი რომ გაუკვირდეს
ბევრი სევდა უგემიათ ტალღებს..

კაპიტანო ყველაფერი ნათელია
კაპიტანო ვერ მივაღწევთ ხმელეთს
კაპიტანო თვალები არ აგეხილათ?
კრაკენივით როცა ღვრიდით ცრემლებს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი