იდუმალება
უკანასკნელი გახსოვს შეხვედრა? ბოლო ამბორი, გამოთხოვება, როგორ მეგონა , როგორ მჯეროდა რომ შენ შეგეძლო გამოსწორება. მინდოდა ერთად ვყოფილიყავით, შენში ვხედავდი ჩემს მეორე მეს, მეგონა ახდა რასაც ვნატრობდი მთვარეს ვანდობდი შენზე ოცნებებს. მახსოვს შენს სახეს ვეძებდი ყველგან, ნათელ ფერებში პორტრეტს ვხატავდი, გიძღვნიდი ლექსებს ძლიერ მიყვარდი რას ვიფიქრებდი თუ დაგკარგავდი... ნეტავ თუ გახსოვს ბოლო შეხვედრა, ნაზი ამბორი და მდუმარება, სიყვარულშია საძებნი ალბათ ამ განშორების იდუმალება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი