ლექსი რითმით


ცხრამეტი წლის გავიზარდე,
ერთხელაც ვერ გავიხარე,
კარგი მე ვერ დავინახე
მხოლოდ დარდი,სევდა ვნახე.

ეს ფურცლები მელნიანი,
მოგონება ცრემლიანი,
მენატრება ჩემიანი 
ამიტომ ვარ სევდიანი.

კაეშანი მეძალება
და ხალისი მეკარგება
იმედი არ მესახება
ჩემი ლექსიც მემსგავსება.

ჩემნაირად აზრიანი,
ცოტათი ავ–კარგიანი,
მუდამ მრავალ აზრიანი
ლირიკულად საზრიანი.

ეს სტროფები დაწერილი,
გული დარდით დასერილი.
სიტყვა გრძნობით დაჭერილი
ჩემი ცრემლით ჩაწერილი. 

ჩემი თვალით დანახული,
ძველი წლები დაკარგული,
გულის კარი დარაზული
აზრი რითმში დამალული.

მარტივი და თან რთული,
სტრუქტურულად გამართული,
განმარტება თან დართული
ცოტა არასტანდარტული.

ასეთია ლექსი რითმით,
სიტყვის მარაგს ვივსებ კითხვით,
ეჰ აზრებო საით მიქრით,
თავი ისევ სკდება ფიქრით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი