გზა ემიგრანტობისკენ


თითქოს გუშინ იყო ბავშვი ვიყავი,
და იმას ვნატრობდი გავზრდილიყავი
მეგონა ცხოვრება ლამაზი იგავი,
ეხლა კი მივხვდი სიმართლე იქ არი...

იქ სადაც ამბობენ ცხოვრება ომია,
იქ სადაც დარდობენ სხვა რატომ მჯობია
იქ სადღაც ბევრისთვის კატაც კი ლომია 
და სადაც მტყუანი მართალზე სწორია.

იქ სადაც კაცობა სულ ყველას კიდია,
იქ სადაც სამშობლოს ფულისთვის ყიდიან,
ის სადაც წარსული ყველასთვის მითია,
და სიმართლემდე გზა ბეწვის ხიდია.

იქ ყველგან ყვირიან, სულ მუდამ ტირიან,
გარდასულ დროს და წუთს მისტირიან
და კვლავ განიცდიან ის კი არ იციან
რომ წარსულისთვის ტყუილად იცდიან.

და თითქოს მზეც უკვე უკუღმა ამოდის,
ბიჭი დღეს ქალაქში საყურით გამოდის,
გოგო კი გახდილი, სადღაა მანდილი
"გზა ევროპისკენ,მცირდება მანძილი".

გვაწვდიან ჩვენ ასეთ ინფორმაციას,
ერი განიცდის დეფორმაციას,
რა ფორმაციას მივაღწევთ დროში?
მალე ჩვენი ფასი იქნება გროში.

და ეს სულიერი დეგრადაცია,
რამაც შეცვალა ჩვენი ნაცია:
"ხედავ იმ ბიჭს რა "ზმანი" აცვია
ის ხომ ნამდვილი მამაკაცია."

ასეთი არის დღეს ფორმულირება
კაცის მეობის და უფრო ხშირდება
მოაზროვნენი მსგავსი ამ სახის,
ვერაფრით გავიგე ასეთი ხალხის. 

და ძველი დიდება დღეს ვიღას სჭირდება,
ცხოვრება დღითი–დღე სულ უფრო ჭირდება,
ქართული სული დღეს აღარსად ვლინდება
და მეც ქვეყნიდან გაქცევა მინდება.

ვიცი ემიგრანტი დამერქვეს უნდა,
სამშობლოს კვლავ ნახვა ვინატრო მუდამ,
გადახვეწილი სულ უცხო არეში,
კვლავ დავბრუნდები მშობლიურ მხარეში?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი