ლოგიკური დასასრული
ხშირად ვფიქრობ, თითქოს მივხვდი, თუ რა არის სიკვდილი ლოგიკური დასასრული ბუნებისგან მისჯილი. რა მოხდება თუ მოვკვდები ნეტა მერე რა იქნება თუ ერთ დღესაც ეს სხეული ცივ გვამად გარდაიქმნება. ვიცი დაიწყებენ ტირილს, მხოლოდ კარგს გაიხსნებენ, დამაყრიან გულზე მიწას, ღვინით პირს გაისველებენ. დამადებენ საფლავის ქვას, სახელს და გვარს დააწერენ ჩემს ლექსებსაც ნახავენ და ალბათ წიგნში გადაწერენ. იტყვიან: " ჩვენ ვერას შევცვლით, იგი აღარ გაცოცხლდება, სიყვარული იყო ის რაც მას ამქვეყნად აცოცხლებდა. ნაღვლიანი იყო მუდამ, წუხილს არავის ანდობდა, ხშირად ფიქრებს ლექსად წერდა, წერდა რაზეც ის დარდობდა. დაფნის გვირგვინი არ ერგო, პოეტიც კი არ უწოდეს, როცა შველა სჭირდებოდა, მას ხელი არ გაუწოდეს... " ასე იყო, ასე არის კაცი ცოცხლად არ ფასდება მოკვდება და ცოტა ხანში ხალხისაგან დაფასდება. მაშინ უნდა კაცს პატივი, სახელი და ზღვა დიდება, როცა იგი ცოცხალია ტალანტი ცოცხლად ვლინდება... ხშირად ვფიქრობ, თითქოს მივხვდი თუ რა არის სიკვდილი, ლოგიკური დასასრული ბუნებისგან მისჯილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი